მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიალოგი შედგა“ - ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა

სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით 99-ე შეხვედრა დასრულდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, განიხილეს ბორდერიზაციისა და უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხები.

მისი თქმით, დიალოგი შედგა და ამ კუთხით მუშაობა გარძელდება.

„მთავარი განსახილველი საკითხი იყო ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის უპრეცედენტო ჩართულობა, რომელიც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გამოიჩინეს. დიალოგი შედგა, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება. ჩვენ შევხვდებით ოჯახის წევრებსაც და გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს.

საუბარი შეეხო ისეთ მტკივნეულ საკითხს, როგორიცაა უკანონო ბორდერიზაცია. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია, რომ ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი თითოეულ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან...

ჩვენ ვართ ორიენტირებულები შედეგზე, მივდივართ ამ შედეგებისკენ, იდგმება კონკრეტული ნაბიჯები“,- განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა ივნისის მეორე ნახევარში გაიმართება.