მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონბასში კიდევ ორი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს

ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში „ბოევიკებმა“ კიდევ ორი ჯარისკაცი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია Unian-ი ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, დონბასში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს ზეწოლა მოახდინოს უკრაინის საზღვარზე ჯარების გაძლიერების გზით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთმა შეიძლება სცადოს თავისი ჯარების გადაყვანა უკრაინის სხვა ტერიტორიაზე.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მარტო არ დატოვებს უკრაინას და არ დაუშვებს რუსეთის ფედერაციის აგრესიული მისწრაფებების განხორციელებას უკრაინის მიმართ.

ინფორმაციისათვის, მარტის ბოლოს რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად აღმოსავლეთ უკრაინაში და ეს ყველაფერი გაამართლა წვრთნების სახელით. ამავდროულად, რუსეთმა უარყო, რომ მათი სამხედრო მოძრაობები საფრთხეს უქმნის უკრაინას.

ამავე თემაზე 👇

👉 „აშშ ცდილობს მოსკოვს დაანახოს, რომ უკრაინას არ მიატოვებს და ყველა შესაძლო ძალით დაეხმარება“ - კახა გოგოლაშვილი