მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონბასში უკრაინელი სამხედრო მოკლეს

დონბასში უკრაინელი სამხედრო მოკლეს

პრორუსი სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

„ბოევიკებმა“ ცეცხლი დაპირისპირების ხაზთან სამ რაიონში გახსნეს. „გამოყენებული იყო მინსკის შეთანხმებების მიერ აკრძალული იარაღი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 3-ჯერ დაარღვიეს“ - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სეპარატისტებმა გამოიყენეს 122 მმ-იანი საარტილერიო დანადგარები, ყუმბარმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რომლის შემდეგ სეპარატისტებმა ცეცხლი შეწყვიტეს.