მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონბასში ვითარება უკიდურესად დაიძაბა - დაიღუპა კიდევ ორი ჯარისკაცი

ომი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე შვიდჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა unian-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, აზოვის რეგიონში, ავდეევკას, ლებედინსკოესა და ვოდიანოეს დასახლებებთან რუსმა შეიარაღებულმა პირებმა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან რამდენიმეჯერ გაისროლეს.

„მტრის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩვენმა ჯარისკაცებმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები მიიღეს, მოგვიანებით კი გარდაიცვალნენ“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეციალურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ პრორუსული დაქირავებული სამხედროები განაგრძობენ მუშაობას ძველი ტექნიკის აღჭურვასა და ახალი თავდაცვითი პოზიციების მოწყობას.

უკრაინულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა ეუთოს მომხდარის შესახებ.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე დღეა, რაც მდგომარეობა გამწვავდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრორუსი „ბოევიკები“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან ცეცხლს უხსნიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „რუსეთს უკრაინის შავი ზღვისგან იზოლირება სურს“ - გენერალი ბენ ჰოჯესი