მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი წლის ღამეს სროლა აიკრძალა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დღესასწაულებზე სროლა იკრძალება

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი წლის ღამეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში სროლა აიკრძალა. იარაღის არასანქცირებულ გამოყენებასთან ბრძოლას ცხინვალში ძალოვნების „მთავარ გამოწვევას“ უწოდებენ.  ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროში“ აცხადებენ, რომ ისინი ახალი წლის დღესასწაულებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ოპერატიულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ატარებენ.

„წესის დამრღვევები მკაცრად დაისჯებიან. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, ბოლო დროს სხვადასხვა ღონისძიებებზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტები მინიმუმამდე იყო დაყვანილი“ - აცხადებენ ცხინვალში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ცხინვალელი სამართალდამცველები სატრანსპორტო საშუალებებს შეამოწმებენ, რათა იარაღის უკანონო გადატანის ფაქტები გამოავლინონ.

იხილეთ აგრეთვე:

🚿 ცხინვალი: ჩვენს ტერიტორიაზე სადაზვერვო ჯგუფები გააქტიურდნენ

🚿 ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა