ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბრეიკ-დანსის სექცია გაიხსნება, სადაც 7 წელზე უფროსი ბავშვების მიღება იწყება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც ბრეიკ-დანსის მასწავლებელმა ანდრეი თედეევმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება იმის გამოა მიღებული, რომ ბრეიკ-დანსი 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შევა.
„ეს აღარ არის მხოლოდ ქუჩის ცეკვა. ეს ოლიმპიური კატეგორიაა. ამიტომ საბავშვო შემოქმედების სასახლე იწვევს 7 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებს ბრეიკ-დანსის სექციაში სასწავლებლად. გაკვეთილები კვირაში სამჯერ ჩატარდება. ბრეიკ-დანსი ფიზიკური მომზადებისთვის არის კარგი და ის ზოგადად, საცეკვაო ხელოვნებას ავითარებს“- განაცხადა თედეევმა.
„სპუტნიკის“ ცნობით. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბრეიკ-დანსი 18 წლის წინ გაჩნდა. ანდრეი თედეევმა მაშინ ჯგუფი“ "არსი" შექმნა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსებზე ათეულობით პრიზი მოიპოვა.
ასევე წაიკითხეთ:
♻️ სოხუმი: საქართველო ცდილობს აჩვენოს, რომ ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია
♻️ ლავროვმა და მედოევმა „კუნსულტაციების გეგმას“ ხელი მოაწერეს
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
„დღეს, 26 თებერვალს, საბურთალოს რაიონში გელოვანის გამზირზე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პიკეტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან გადადგმული სასოწარკვეთილი ნაბიჯია.
თაკო ჩარკვიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს გარკვეული კორექტირებებით.
წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს პრეზიდენტი არ ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნები არა ერთხელ გადაიდო. ბოლოს ჩანიშნული არჩევნები კი ხმაურის ფონზე გაიმართა, რომელიც ქვორუმის ვერშედგენის გამო კვლავ გადაიდო.
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3255 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3255 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 შეადგინა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მთიანი ყარაბაღის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ Report.az იუწყება.
იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე, ანუ 0.5 პროცენტით გაუფასურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.