მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული ნომრებით ავტომანქანებს რეგისტრაციის უფლება მისცეს

ბიბილოვის გადაწყვეტილება ტრანსპორტზე

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით ახალგორის და ძაუს რაიონის მაცხოვრებლებს ქართული სანომრე ნიშნებით ავტომობილების რეგისტრაციის უფლება მისცეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

აქამდე არსებული წესის მიხედვით. ე.წ. სამხრეთ ოსეთში მანქანების რეგისტრაციისთვის საქართველოში მათი აღრიცხვიდან მოხსნა იყო აუცილებელი.

„სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ რაიონებში ცხოვრობენ, საქართველოში ვერ გადადიოდნენ. ვინც აქ ცხოვრობს, სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ. ამიტომ ჩვენ მათი თხოვნა გავითვალისწინეთ და სამხრეთ ოსეთში ქართული ნომრებით რეგისტრაციის უფლება მივეცით“ - განაცხადა ცხინვალში გამართულ თათბირზე დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა.

ამ დადგენილების მიხედვით, 1-ელ ივლისამდე ამ სატრანსპორტო საშუალებების ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეგისტრაცია იქნება აუცილებელი.

იხილეთ აგრეთვე:

♻️ ცხინვალი: თბილისმა მსოფლიო თანამეგობრობას დამახინჯებული ფაქტები მიაწოდა

♻️ ოკუპირებულ აფხაზეთში სომხური დიასპორა ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთა შტაბს შეუერთდა