მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ორი პენსიონერი მარიხუანის მოყვანისთვის დააკავეს

მარიხუანა ამოიღეს ს ოსეთში

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციის თანამშრომლებმა ორი პენსიონერი დააკავეს, რომლებიც მარიხუანის მოყვანით იყვნენ დაკავებულები. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

პენსიონერებს მარიხუანა ყვავილების ქოთნებში, სააგარაკო ბოსტანში მოჰყავდათ. დაკავებულები 63 და 72 წლის პირები არიან.

ამოღებულ მარიხუანას ექსპერტიზა ჩაუტარდა. მიმდინარეობს გამოძიება.