მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსი სნაიპერების წვრთნები გაიმართა

ოკუპანტების სნაიპერების წვრთნები

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო შენაერთებმა სნაიპერების წვრთნები გამართეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

წვრთნების დროს სნაიპერებმა პირობითი მოწინააღმდეგის მეთაურები გაანადგურეს. სნაიპერების წვრთნები შეჯიბრის რეჟიმში ჩატარდა. ანუ რამდენიმე სასნაიპერო ჯგუფს ერთი და იგივე დავალება ჰქონდა მიღებული.

დავალების შესასრულებლად სნაიპერებმა მთაში ათობით კილომეტრი დაფარეს, ამ დროს მათ პირობითი მოწინააღმდეგის ბლოკ-საგუშაგოებს აუარეს. დავალების შესრულების შემდეგ სნაიპერებმა მასკირების გამოყენებით პირობითი მოწინააღმდეგის განლაგების ადგილი დატოვეს.