მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზა 12 წლის იუბილეს აღნიშნავს

რუსული ბაზის იუბილე

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზა 12 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

ცხინვალში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. მასში ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის და რუსეთის 58-ე არმიის მაღალჩინოსნებმა მიიღეს მონაწილეობა.

„მეოთხე ბაზა კავკასიის რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტია. ის სრულად არის დაკომპლექტებული და თანამედროვე ტიპის შეიარაღება გააჩნია“ - განაცხადა ბაზის მეთაურმა რომან ვიაზოვსიმ.

რუსული სამხედრო ბაზა ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2009 წლიდან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაჩნდა. რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიაზე ამ ბაზის განთავსებით მისი ტერიტორიის ოკუპაცია დააკანონა. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ნაწილების გაყვანა არაერთხელ მოითხოვეს. საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გამო თბილისსა და მოსკოვს შორის დღეს დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.

იხილეთ აგრეთვე:

🛒 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა სირიაში წარმომადგენლობის გახსნას აპირებს

🛒 საქართველო რეგიონში დესტაბილიზაციის ფაქტორს წარმოადგენს - ცხინვალი