მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში საკაბელო სატელეფონო კავშირის აღდგენა იგეგმება

ფიქსირებული სატელეფონო კავშირი ს. ოსეთში

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფიქსირებული, საკაბელო სატელეფონო კავშირის აღდგენა იგეგმება. როგორც სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება, მას შეუძლია სერიოზული კონკურენცია გაუწიოს მობილურ პროვაიდერებს, „ოსტელეკომსა“ და „იუგ-ტელეკომს“.

როგორც პრესკონფერენციაზე ე.წ სამხრეთ ოსეთის კავშირგაბმულობის და კომუნიკაციების „კომიტეტის“ თავმჯდომარემ ჰასან გიგოლაევმა განაცხადა, საკაბელო სატელეფონო კავშირი ოკუპირებულ რეგიონში 2008 წლის ომის დროს განადგურდა. მოგვიანებით ის რუსმა სპეციალისტებმა ნაწილობრივ აღადგინეს. ამჟამად ამ ტიპის ტელეფონებს ძირითადად სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები იყენებენ.

„ფიქსირებული სატელეფონო კავშირი სხვა ტიპის კავშირთან შედარებით უფრო იაფია. ამოქმედების შემთხვევაში ის სერიოზულ კონკურენციას გაუწევს მობილურ ოპერატორებს“, - განაცხადა გიგოლაევმა.

მისი თქმით, საწყის ეტაპზე ფიქსირებული კავშირის ფოსტის შენობაში აღდგენა. შემდეგ კი კერძო სექტორში მისი აღდგენა დაიწყება.