მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექიმები გაუსაძლის პირობებში მუშაობენ - სოხუმის საავადმყოფოს მთავარი ექიმი

სოხუმის მთავარი ექიმის განცხადება

სოხუმის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ასტამურ გუნია აცხადებს, რომ ექიმები გაუსაძლის პირობებში მუშაობენ და ხშირ შემთხვევაში ავადმყოფებისთვის ტემპერატურის გაზომვასაც კი ვერ ასწრებენ. ამის შესახებ გუნიამ სოხუმის მერთან ბესლან ეშბასთან გამართულ თათბირზე განაცხადა. ინფორმაციას Apsadgil.info აცხადებს.

გუნიას თქმით, ზოგიერთმა ექიმმა კორონავირუსი მეორედ გადაიტანა.

„ექიმები ასეთ რეჟიმში დიდხანს მუშაობას ვერ შეძლებენ. დღეში 60-80 ანალიზს აკეთებენ. ლაბორატორიები დატვირთვას ვერ უძლებს. პაციენტები 4-5 დღისით ადრე არიან ჩაწერილები და ამ რაოდენობის ავადმყოფების შემოწმებას ვერ ვასწრებთ“, - განაცხადა მან.

მთავარმა ექიმმა, ასევე, განაცხადა, რომ საავადმყოფოში გადასატანი რენტგენის აპარატი მწყობრიდან გამოვიდა. ამის გამო ფილტვებზე პრობლემების მქონე ადამიანების გამოკვლევა მხოლოდ 3-4 დღეში გახდება შესაძლებელი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო სამი კვირის განმავლობაში ბავშვებში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების მატება შეინიშნება. მშობლები ჩივიან, რომ პოლიკლინიკებში ხშირად საათობით გაუსაძლის სიცხეში უწევთ რიგში დგომა.