მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსპერტები: აზერბაიჯანი ვერ გაბედავს სომხეთის ატომურ სადგურზე იერიშს

ატომური ელექსტროსადგურის რეაქტორები

„სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა გამოწივევს რადიაციულ დაბინძურებას მთელ რეგიონში, ყველაზე მეტად კი თურქეთი დაზარალდება. ამიტომ სადგურის აფეთქებას თავად თურქეთი არ დაუშვებს“, - ამის შესახებ რუსულ გამოცემას სამხედრო ექსპერტმა კონსტანტინ სივკოვმა განუცხადა.

მისი თქმით, თუნდაც ჰაკერული თავდასხმით, რეაქტორის დაზიანება მძლავრ რადიაციულ გამოსხივებას გამოიწვევს, რაც აზერბაიჯანის საეთაშორისო რეპუტაციისთვის ასევე, დიდი დარტყმა იქნება.

ატომური ელექტროსადგურის აფეთქება

რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომისიის ექსპერტთა საბჭოს წევრს ვიქტორ მურახოვსკის ასევე არ სჯერა აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის.

„არ არსებობს ზღვა, სადაც რადიაცია გადავა, როგორც „ფუკუსიმას“ უბედური შემთხვევის დროს მოხდა. ამავდროულად, მოსახლეობის სიმჭიდროვე კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ჩერნობილის რეგიონში, ამიტომ რადიოაქტიური ღრუბელი აზერბაიჯანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებსაც დაფარავს”, - აღნიშნა ექსპერტმა.

ენერგეტიკისა და უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის ანტონ ხლოპკოვის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის აფეთქება შესაძლოა, მხოლოდ უკიდურესი ზომა იყოს, რომელიც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც.

„ვიმედოვნებ, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ ემოციურ ფონზეა გაკეთებული და პრაქტიკაში არ განხორციელდება”,- განაცხადა ხლოპკოვმა.

საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით 16 ივლისს დაემუქრა. აღნიშნული განცხადება პასუხი იყო სომხური მხარის განცხადებაზე, რომელიც თავის მხრივ, მინგეჩაურის წყალსაცავზე იერიშის მიტანით დაიმუქრა.

12 ივლისს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში და სასაზღვრო ტერიტორიაზე საარტილერიო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს. შეტაკებები მხარეებს შორის ამ დრომდე გრძელდება.