მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენგურის ხიდი დროებით გაიხსნება

ენგურის ხიდი გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის „მთავრობა“ ენგურის ხიდს დროებით გახსნის. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციის თანახმად, ე.წ. გამშვები პუნქტი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასული პირების ოკუპირებულ რეგიონში დასაბრუნებლად გაიხსნება.

დაბრუნების მსურველებს ენგურის ხიდით სარგებლობა 13 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, 9:00 საათიდან 19:00 საათამდე და 16 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, 9:00 საათიდან 15:00 საათამდე შეეძლებათ.

ე.წ. უწყების ცნობით, ოკუპირებულ რეგიონში შესული ყველა ადამიანი ორი კვირის განმავლობაში სავალდებულო კარანტინს გაივლის.

ენგურის ხიდი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლება, უკანასკნელად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს ჩაკეტეს.

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში კოვიდინფიცირების ჯამში 38 შემთხვევაა დადასტურებული. მათაგნ 2 პაციენტი გუდაუთას საავადმყოფოში მკურნალობს, 35 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 გარდაიცვალა.