მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენგურის ხიდი გაიხსნა - რამდენ დღიანი კარანტინი იმოქმედებს გადმომსვლელთათვის?

ენგურის ხიდი გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთ წლიანი შეზღუდვის შემდეგ  ენგურის ხიდი გაიხსნა. 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინე სივრცეში მოქალაქეები 12 დღის ნაცვლად 5 დღეს დაყოფენ.

„ენგურის ხიდის გახსნა საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტის გამოყენებით საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შუამდგომლობით მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაადგილების უფლება.

მნიშვნელოვნად შემცირდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის საკარანტინე ვადა. პირველ თებერვლამდე ეს ვადა განისაზღვრებოდა 12 დღის ვადით, ამიერიდან კი ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები.

ისინი PCR ტესტირების შემდეგ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში საკარანტინე სივრცეში დაყოფენ 5 დღეს.

ენგურის ხიდზე შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, იმყოფებიან ზოგადი პროფილის სამედიცინო პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები რაც შესაძლებლობას მისცემს გადმოსულ მოქალაქეებს, რომ შეფასებული იყოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.