მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი პუტინს: მთიან ყარაბაღში დაპირისპირება უნდა დასრულდეს

ვლადიმერ  პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე ტელეფონით ესაუბრა. ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ თუ რუსეთი სომხეთზე ზეწოლას მოახდენს, ხოლო ის თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს გაესაუბრება, კონფლიქტის დასრულება სავსებით რეალურია. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.

„ჩვენმა აზერბაიჯანელმა ძმებმა დიდი ტერიტორია დაიბრუნეს. ჩვენ მათ გვერდზე ვართ და ვიქნებით. ჩვენ გვადანაშაულებენ იმაში, რომ ყარაბაღში სირიელ „ბოევიკებს“ ვაგზავნით. ჩვენ კი გვაქვს ინფორმაცია, რომ სომხების მხარეს ქურთთა მუშათა პარტიის 2000-მდე წევრი იბრძვის. არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთას ჩვენ არ დავუშვებთ“ - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ამ დრომდე ყველა სამშვიდობო მოლაპარაკება და შეთანხმება უშედეგოდ დასრულდა.