კონფლიქტები

ერევანში დღეს კვლავ საპროტესტო აქცია იმართება

საპროტესტო აქცია
ერევანში
1605537392
დაკოპირებულია

ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია 16 ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით ტარდება. ამის შესახებ Armenpress იუწყება. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. მათი განცხადებით ფაშინიანმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით კაპიტულაციას მოაწერა ხელი.

11 ნოემბერს ფაშინიანისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე სომხეთის პარლამენტი შეიკრიბა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო სხდომა ვერ ჩატარდა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ. შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან. იმავე დღეს ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო.

ჰიდროელექტროსადგური
ენგურჰესი - Pia.ge

ენგურჰესზე ავარიაა - აფხაზური მედია

ენგურჰესზე ავარიაა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

1623674365

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UNHCR) ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს საქართველოში სალომე ქუსიკაშვილს და იოჰან ფრანცს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

1623674261

ქალაქ თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ამჟამად პოლიცია არის მობილიზებული. გარდაცვლილია 70 წლამდე კაცი. თვითმხილველთა თქმით, კაცი შეუძლოდ გახდა, დაეცა და გარდაიცვალა.

1623673804

2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა - „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ გაიმართება. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

1623673770
პირველი ივლისიდან
ელექტროენერგიის
მიმწოდებელი კომპანიები
იცვლება2

პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი...

პირველი ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური გან...

დღეს, 14 ივნისს, 14:15 საათზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების სისტემის მთავარ სატუმბო სადგურებს ავარიულად შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, რის გამოც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და გლდანი-ნაძალადევის რაიონების აბონენტების ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება.

თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრთა მომს...

ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგა...

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოში ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზს განმარტავს.