მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან 6 259 სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანმა დიდი დანაკლისი დანიცადა

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლების შემდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 6 ათას 259 ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგეს. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, განადგურებულია მოწინააღმდეგის 566 ერთეული ჯავშანტექნიკა, 195 უპილოტო საფრენი აპარატი, 22 თვითმფრინავი, 16 ვერტმფრენი და 4 მძიმე სარაკეტო სისტემა.

აზერბაიჯანული მხარე საბრძოლო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. სომხური მხარი კი იუწყება, რომ მათ მთიან ყარაბაღში 600-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი დაეღუპათ.

ცნობისთვის, ბაქო და ერევანი 18 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა მალევე ორივე მხარემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მოწინააღმდეგემ შეთანხმება დაარღვია.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.