მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

ინციდენტების პრევენციის შეხვედრა

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების საკითხი განიხილება. 

ცნობილია, რომ ქართული წარმომადგენლობა შეხვედრაზე უკანონო მსჯავრდებულის ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხს დააყენებს.

ასევე იქნება მსჯელობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა ერგნეთში 2020 წლის სექტემბერში შედგა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა.

ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს დააკავეს.