მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაიწყო

ერგნეთის შეხვედრა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით 98-ე შეხვედრა დაიწყო. 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მთავარი საკითხი უკანონო პატიმრების გათავისუფლება იქნება.

„შეხვედრის ძირითადი თემა იქნება უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოცემულ პერიოდში უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს.

ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთხელ დავსვათ უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი მოქალაქის გათავისუფლების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ აღნიშნული გაჟღერებულია ძალიან მაღალ რეგისტრში სხვადასხვა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებზე და შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზეც ეს იქნება პრიორიტეტი“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა ერგნეთში 2020 წლის სექტემბერში შედგა.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება. ესენი არიან: ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი, რამაზ ბეღელური და ლაშა ხეთელური.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ზაზა გახელაძე უკანონო განაჩენს არ გაასაჩივრებს

ზალკალიანის განცხადებით, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მწვავედ დაისვა

სუს-ი: ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს სამი წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა