მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერგნეთთან უკანონოდ დაკავებული ერთი მოქალაქე ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოსცეს

ერგნეთის შეხვედრა

ცხინვალთან რამდენიმე საათის წინ უკანონოდ დაკავებული სამი მოქალაქიდან ერთი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმოყვანილი. ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

იგი ოკუპანტების ინფორმაციით, იგი უკანონო დაკავების დროს იგი კლდიდან გადავარდა და დაშავდა.

მოქალაქე გორის ჰოსპიტალში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

ცნობისთვის, საქართველოს უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.