მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს უქმეები რომ დამთავრდება, ჩვენ გავალთ და ჩავატარებთ მასშტაბურ აქციებს“ - ზაზა გახელაძის მეუღლე

ზაზა გახელაძის ცოლი

„9 თვე, ფაქტობრივად, იმედებში გავატარეთ. ყოველი შეხვედრიდან შეხვედრამდე ველოდით, რომ რაღაც შეიცვლებოდა, წინსვლა იქნებოდა, მაგრამ უშედეგოდაა ეს ყველაფერი. ეს უქმეები რომ დამთავრდება, ჩვენ გავალთ და ჩავატარებთ მასშტაბურ აქციებს. ჩვენ გარშემო 7 სოფელია, ფეხზე არიან, ოღონდ რამე ეშველოს, ყველა გვერდში გვიდგას“, - ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა განაცხადა.

ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური აცხადებს, რომ სუს-ის წარმომადგენლებს ოჯახთან კომუნიკაცია აღარ აქვთ.

„აქამდე, რეკავდნენ სუს-ის წარმომადგენლები, რომ ცხელი ხაზი გავააქტიურეთ და ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგიაო. ახლა იციან, რომ ფეხი მოურჩა, ახალგაზრდა კაცია და შიმშილით არა კლავენ, ალბათ. ცოცხალია და რა მნიშვნელობა აქვს, როგორაა. ის, როგორაა, მე კი ვიცი...“, - აღნიშნავს ნანა ბუნტური.

ინფორმაციისთვის 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ზაზა გახელაძის მეუღლე არ გამორიცხავს, თავშესაფარი დე ფაქტო რეჟიმს სთხოვოს

„თვითონ ამბობს, რომ არ მიღირს ტერიტორიის დათმობასა და ხატის გადაცემაში გავიცვალოო“ - ზაზა გახელაძის მეუღლე

„მეგონა გამიშვებდნენ და გაცვლიდნენ ჩემშიო“ - ზაზა გახელაძის დედა