მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ევროკავშირის მისია აღნიშნავს, რომ ფაქტთან დაკავშირებით ცხელი ხაზია გააქტიურებული.

„მისია მთელი დღის განმავლობაში შესაბამისი ინფორმაციის მიმოცვლაზე მუშაობდა. მისია აქტიურად დააკვირდება სავარაუდო სროლის ინციდენტს და შემდგომ დაკავების საქმეს. ამ კონტექსტში მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერგნეთის ინციდენტების პრევეცნციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სწრაფ აღდგენას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ 11 ივლისს დააკავეს.