მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაჭირვების გამო ქართველების მიერ საზღვრის დარღვევის ფაქტები გახშირდა“ - ე.წ. ოსური KGB

ცხინვალის გზა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, პანდემიის დროს მოსახლეობის გაუარესებული სოციალური მდგომარეობის გამო საქართველოს მოქალაქეების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტები გახშირდა. 

ამავე ცნობით, 30 ნოემბერს სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან ერთი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიდან, ხოლო მეორე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანიდანაა.

„წინასწარი გამოძიების დროს, დაკავებულებმა ის მიზეზები დაასახელეს, რამაც მათ უკანონო ქმედებისკენ უბიძგათ: საცხოვრებელი პირობების არარსებობა, დასაქმების შეუძლებლობა, მიზერული პენსია. მოცემული ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მზაობა და სურვილი მოაგვაროს საკუთარი მოსახლეობის პრობლემები“, - აღნიშნულა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა რეგიონებში შეზღუდვების გასაპროტესტებლად მოსახლეობა აქციებს მართავს.