მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაეროს გენერალური მდივანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

გუტიერეშმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის მიერ გაფორმებული შეთანხმება რეგიონის სტაბილურობისთვის ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მან კონფლიქტის მოწესრიგებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, გაერო კონფლიქტის შემდგომ დარეგულირებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სეტქემბერს განახლდა და 44 დღე მიმდინარეობდა.