მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაგრის მახლობლად ხანძარი ცენტრალურ ავტომაგისტრალს მიუახლოვდა

ხანძარი გაგრაში

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრის მახლობლად ტყეში გაჩენილი ხანძარი ცენტრალურ ავტომაგისტრალს მიუახლოვდა. ამის შესახებ გამოცემა apsadgil.info იუწყება. 

ყველაზე რთული მდგომარეობა სანატორიუმ „მოსკოვის“ მიდამოებში შეიქმნა. გზაზე გავარვარებული ლოდები და ხის ტოტები ეცემა. ავტომაგისტრალზე გადაადგილება რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო.

რამდენიმე სანატორიუმის მახლობლად ცეცხლი უშუალოდ შენობებს მიუახლოვდა, თუმცა მისი შეჩერება მოხერხდა.

ხანძარი ამ დღეებში გალის რაიონშიც მძვინვარებდა. მდგომარეობას ძლიერი ქარი ართულებდა. ხანძარი ახალი წლის შემდეგ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონშიც გავრცელდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 გალის შემდეგ გაგრის რაიონშიც ტყე იწვის

🔱 ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად ფონდი შეიქმნა