მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახელაძის გათავისუფლების თხოვნით ბიბილოვს რუსეთის პატრიარქმა მიმართა - ოსური მედია

ოსების განცხადება

მოსკოვის და სრულიად რუსეთის კათოლიკოს პატრიარქმა კირილემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ანატოლი ბიბილოვს საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ფეისბუკ გვერდზე წერს.

ცხინვალის ინფორმაციით, გახელაძე „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ დააკავეს, რა დროსაც ის ფეხში დაჭრეს.

„მოსკოვის პატრიარქის თხოვნის საპასუხოდ ანატოლი ბიბილოვმა დაავალა შესაბამის ორგანოებს, რომ ზაზა გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ შესწავლილი იყოს სამხრეთ ოსეთის მკვიდრის ვ. გობოზოვის გათავისუფლების საკითხი, რომელიც საქართველოს სპეცსამსახურებმა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დააკავეს. რუსეთის პატრიარქის თხოვნის გათვალისწინებით ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძის შეწყალების აქტს ხელი მოაწერა, რითაც კეთილი ნება გამოავლინა“, - იუწყება სააგენტო „რესი“ .

ცხინვალის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზაზა გახელაძემ ანატოლი ბიბილოვს შეწყალების თხოვნით პირადად მიმართა. მან ბოდიში მოიხადა და ოსურ მხარეს ჰუმანური მოპყრობისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „შეიწყალა“.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ზაზა გახელაძე: ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა

🔅 ზაზა გახელაძე ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა

🔅 ზაზა გახელაძე თავისუფალია, გილოცავთ ყველას! - ზაალ ანჯაფარიძე