მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

ღაზას სექტორის დაბომბვა

პალესტინელებით დასახლებული ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც არიან. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

რეიდი ისრაელის საბრძოლო ავიაციამ განახორციელა. ის ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული რამდენიმე რაკეტის საპასუხოდ განხორციელდა.

დაჭრილია ასობით ადამიანი. პალესტინელები აცხადებენ, რომ რაკეტები ალ აქსის მეჩეთთან პოლიციის ქმედებების საპასუხოდ ისროლეს. 3 დღის განმავლობაში იერუსალიმის ამ ადგილას პოლიციას და პალესტინელებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა, რის შედეგად ასობით ადამიანი დაიჭრა.

ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, მათ მოძრაობა „ჰამასის“ 130 სამხედრო ობიექტი დაბომბეს და 15 „ბოევიკი“ გაანადგურეს.

იერუსალიმში და ღაზას სექტორში დაძაბულობის ესკალაციის გამო გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა დანიშნა.