მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღაზას სექტორში საბრძოლო ოპერაციაში სახმელეთო ძალებიც ჩაერთვნენ (ვიდეო)

სახმელეთო ოპერაცია ღაზაში

ღაზას სექტორში ისრაელის შეიარაღებული ძალების ოპერაციაში სახმელეთო ძალებიც ჩაერთვნენ. ამის შესახებ BBC იუწყება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღაზას სექტორში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 115-ს მიაღწია. პალესტინელი „ბოევიკები“ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას განაგრძობენ. სახმელეთო ძალების მეთაურობა აცხადებს, რომ მას ღაზას სექტორის საზღვარი არ გადაუკვეთია.

შეტევაში ავიაცია, ვერტმფრენები და ფლოტიც მონაწილეობს. ამასთანავე თავად ისრაელში არაბების და ებრაელების შეტაკებები მოხდა. პოლიციამ 400 ადამიანი დააკავა.

გასული ღამის განმავლობაში „ჰამასმა“ კიდევ 55 რაკეტა გაუშვა. ქალაქ აშდოდში დაბომბვას 87 წლის ქალი ემსხვერპლა, როდესაც ის ბომბსაფარში დამალვას ცდილობდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია პალესტინელი „ბოევიკების“ წინააღმდეგ გაგრძელდება „იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“. მისი თქმით, „ჰამასი“ ამისთვის მაღალ ფასს გადაიხდის.

ისრაელი - პალესტინის კონფლიქტი ყველა სერიოზული დაპირისპირებაა 2014 წლის შემდეგ. საერთო ჯამში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1600-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რაც

ყველაზე მაღალი რიცხვია. ისრაელის თავდაცვითმა სისტემებმა რაკეტების 90% გაანადგურეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების ქსელი გაანადგურა (ვიდეო)