მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰაბიბ ნურმაგომედოვი სოხუმში მასტერკლასს გამართავს

ნურმაგომედოვი სოხუმში ჩავა

შერეულ ორთაბრძოლებში (UFC) მსოფლიო არაერთგზის ჩემპიონი ჰაბიბ ნურმაგომედოვი 1-ელ ივნისს, იკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე მასტერკლასს გამართავს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

მასტერკლასის ფარგლებში ნურმაგომედოვი ახალგაზრდა სპორტსმენების შეკითხვებს უპასუხებს, ასევე სპორტსმენების საჩვენებელი ბრძოლები გაიმართება.

ღონისძიებაზე ახალი პლატფორმის „აფხაზეთის მომავლის“ ამოქმედება იგეგმება. მისი მიზანი აფხაზეთის ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერაა.