მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჰამასის“ გაშვებული რაკეტა ხოლონში სამგზავრო ავტობუსს დაეცა - არიან დაშავებულები (ფოტო)

ავტობუსის აფეთქება ჰოლონში

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელის ცენტრალური ნაწილის დაბომბვისას ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ ხოლონში სამგზავრო ავტობუსს დაეცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

კერძოდ, მძიმედ დაიჭრა ავტობუსის მძღოლი და ერთი მგზავრი, დანარჩენი მგზავრების მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქია.

უკვე არსებობს ცნობები მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ სხვადასხვა რეგიონებში. მათ შორის ქალაქ რიშონ-ლეციონში რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაღუპულია ერთი ქალი.

შეგახსენებთ, რომ „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის ცენტრალური ნაწილის, მათ შორის თელ-ავივის, დაბომბვა დაიწყო.

ათობით დასახლებულ პუნქტში ჩართულია საგანგაშო სირენები, რომლითაც მოსახლეობას სარაკეტო შეტევის შესახებ აფრთხილებენ და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

ისლამურმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განაცხადა, რომ თელ-ავივისკენ 130 რაკეტა ისროლეს.