მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჰამასმა“ თელ-ავივის დაბომბვა დაიწყო - მოსახლეობა თავშესაფრებში გადადის

ჰამასმა თელ-ავივის დაბომბვა დაიწყო

„ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის ცენტრალური ნაწილის, მათ შორის თელ-ავივის, დაბომბვა დაიწყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ათობით დასახლებულ პუნქტში ჩართულია საგანგაშო სირენები, რომლითაც მოსახლეობას სარაკეტო შეტევის შესახებ აფრთხილებენ და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

ისლამურმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განაცხადა, რომ თელ-ავივისკენ 130 რაკეტა ისროლეს.

ისრაელი რაკეტების გაუვნებელყოფას საჰაერო თავდაცვის სისტემებით ცდილობს, რომლის ეფექტიანობაც 90%-ია.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი ძველ იერუსალიმში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გამწვავდა.

პალესტინელები აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები ალ აქსის მეჩეთთან პოლიციის ქმედებების საპასუხოდ ისროლეს.

3 დღის განმავლობაში იერუსალიმის ამ ადგილას ისრაელის პოლიციას და პალესტინელებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა, რის შედეგად ასობით ადამიანი დაიჭრა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

პალესტინელები ისრაელის ტერიტორიას კვლავ რაკეტებით ბომბავენ (ვიდეო)

ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

იერუსალიმში ორი დღის განმავლობაში მომხდარი შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა