მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ბებუას ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკანონოდ დაკავებული ირაკლის ბებუას შესაძლო გათავისუფლების შესახებ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „მოქალაქე ირაკლი ბებუა ნასამართლევია აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულისათვის და სასჯელს იხდის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

„მინისტრ ახვლედიანის მიერ ხსენებული მოქალაქე ირაკლი ბებუა ნასამართლევია აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულისათვის და სასჯელს იხდის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება.

ქალბატონ მინისტრს ვურჩევთ არ მოახდინოს ფაქტების დამახინჯება და თემით სპეკულირება. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ სამინისტროს შეცდომაში შეჰყავს ქართული საზოგადოება. სამწუხაროდ, სამინისტრო ახვლედიანის მეთაურობით აგრძელებს იმ პრაქტიკას, რომელსაც ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელები მიჰყვებოდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუას, რომელმაც 30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „აფხაზეთის სახელმწიფო დროშა“ დაწვა, ბრალი წაუყენეს ტყვია-წამლის უკანონო შენახვაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბებუას სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია ხელყუმბარა РГ-42, რომელიც „ასაფეთქებელ მოწყობილობას წარმოადგენს“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 ირაკლი ბებუას „აფხაზეთის სახელმწიფო დროშის“ დაწვისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

👉 აფხაზი ვეტერანები ირაკლი ბებუასთვის 10 წლამდე პატიმრობას ითხოვენ

👉 სუს-ი გალში მცხოვრები ნიკა ბებუას დაკავებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს