მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების ქსელი გაანადგურა (ვიდეო)

ჰამასის გვირაბები გაანადგურეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორში პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების ქსელი გაანადგურა. ამის შესახებ timesofisrael.com იუწყება.

საჰაერო იერიშში 160 თვითმფრინავი მონაწილეობდა, რომლებმაც 150 მიზანს 450 რაკეტა ესროლეს.

ეს ისრაელის შეიარაღებული ძალების ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა „ჰამასის“ წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში.

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1600-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ისრაელის თავდაცვითმა სისტემებმა რაკეტების 90% გაანადგურეს. საპასუხო იერიშის შედეგად ღაზას სექტორში საერთო ჯამში 115 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. ისრაელის მხრიდან 8 ადამიანია დაღუპული.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინაიმინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელის სამხედრო ოპერაცია პალესტინელი „ბოევიკების“ წინააღმდეგ გაგრძელდება „იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“. მისი თქმით, „ჰამასი“ თავისი ქმედებისთვის მაღალ ფასს გადაიხდის.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ღაზას სექტორში საბრძოლო ოპერაციაში სახმელეთო ძალებიც ჩაერთვნენ (ვიდეო)