მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელმა იორდანიის მხრიდან გამოშვებული დრონი გაანადგურა

იორდაინიული დრონი

ისრაელმა იორდანიის მხრიდან გამოშვებული დრონი გაანადგურა, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილისკენ მიფრინავდა. ამის შესახებ timesofisrael.com იუწყება.

ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქ ბეიტ-შეანასკენ გადაადგილდებოდა. კონკრეტულად ვის მიერ იყო გამოშვებული დრონი, უცნობია. სამხედროებმა ჩამოგდებული აპარატის ნამსხვრევები შეაგროვეს, რათა მისი წარმომავლობა დაადგინონ.

ცნობისთვის, 10 მაისის შემდეგ ღაზას სექტორში მოქმედ დაჯგუფება „ჰამასსა“ და ისრაელს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. „ჰამასი“ ისრაელს რაკეტებით ბომბავს, ისრაელი კი ავიაიერიშებით პასუხობს. ორივე მხრიდან 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ბაიდენი ისრაელსა და პალესტინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს