მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იწყება თუ არა ომი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აშშ-ის გაფრთხილება - azerbaycan24

შესაძლო ომი აზერებსა და სომხებს შორის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩასვლას არ ურჩევს. ამის შესახებ azerbaycan24 იუწყება.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, აზერბაიჯანში ჩასვლის უარყოფითი რეკომენდაცია მაქსიმალურ, მე-4 დონემდეა გაზრდილი და ტურისტებს იქ ჩასვლას არ ურჩევენ. მიზეზებს შორის დასახელებულია კორონავირუსი, სასაზღვრო პრობლემები და ტერორიზმის საფრთხე.

მოქალაქეებს განსაკუთრებით არ ურჩევენ აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე ჩასვლას, ასევე, ყარაბაღში და მიმდებარე რაიონებში მოგზაურობას.

„ერიდეთ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის სიახლოვეს ჩასვლას. გაითვალისწინეთ, რომ გზის გარკვეული მონაკვეთები, შესაძლოა, საერთაშორისო საზღვრებს კვეთდეს. ასევე ის, შესაძლოა, დაკეტილი იყოს ან იქ საკონტროლო-გამშვები პუნქტები იყოს განთავსებული,“ - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილებაში.

ცნობისთვის, 12 მაისს 200 აზერბაიჯანელი სამხედრო სომხეთის სიუნიკის ოლქის სოფელ ვერიშენთან „საზღვრის დაზუსტების“ მიზნით სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა. ისინი ამ ტერიტორიაზე დღემდე რჩებიან. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრას არ გამორიცხავს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 თუ აზერბაიჯანელი სამხედროები ჩვენს ტერიტორიას არ დატოვებენ, პრობლემას ძალისმიერი გზით გადავჭრით - სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

🔅 „ჰამასი“: ისრაელის სამხედრო ავიაბაზები დავბომბეთ