მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაბაღში დაღუპულთა ცხედრების გაცვლა დაიწყო

ცხედრების გაცვლა ყარაბაღში

მთიან ყარაბაღში შუშასთან დაღუპულთა ცხედრების გაცვლა მოხდა. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხურ მხარეს რამდენიმე დაღუპულის ცხედარი გადასცა, ხოლო სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს - შუშასთან დაღუპული 6 აზერბაიჯანელი სამხედროს ცხედარი.

ცხედრების გაცვლის პროცესი რუსეთის სამშვიდობო ძალების და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით მოხდა. დაღუპულთა და ტყვეთა გაცვლა 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა.