მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაბაღში ჟურნალისტი ნაღმზე აფეთქდა

ჟურნალისტი ნაღმზე აფეთქდა

მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში, ფიზულში ავტომანქანა ნაღმზე აფეთქდა, დაღუპულია 4 ადამიანი. ამის შესახებ reportaz წერს.  

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მანქანაში, რომელიც ნაღმზე აფეთქდა, ჟურნალისტი იჯდა.

„დაღუპული გაზეთ „გაიდიშის“ მთავარი რედაქტორია, რომელიც ფიზულის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების პრესის ორგანოა“, - წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

აფეთქების შედეგად დაიღუპნენ ჟურნალისტის მამა და ნათესავები.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში სამშვიდობო ძალები განთავსდებიან. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გრძელდებოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔰 ფიზულში მანქანა ნაღმზე აფეთქდა, დაიღუპა 4 ადამიანი

🔰 მთიან ყარაბაღში 11 ათასი სომეხი ლტოლვილი დაბრუნდა

🔰 აზერბაიჯანის ჯარი ქელბაჯარში შევიდა (ვიდეო)