მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქელბაჯარის რაიონში სატვირთო ნაღმზე აფეთქდა - არიან დაღუპულები და დაჭრილები

აზერბაიჯანული ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა

სომხეთის საზღვართან მდებარე ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანელი სამხედროების სატვირთო ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ინფორმაციას azerbaycan24.com ავრცელებს.

ავტომობილი აზერბაიჯანული ბლოკსაგუშაგოების მიმართულებით მოძრაობდა. აზერბაიჯანელი სამხედროები ვარაუდობენ, რომ ნაღმი სომხეთის დივერსიულმა ჯგუფმა დაამონტაჟა და ეს „საბრძოლო მოქმედებებისთვის სომხეთის მზადებაზე მიუთითებს“.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გეგარკუნიკის ოლქში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა 6 სომეხი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. ერევანი აცხადებს, რომ სომეხი სამხედროები სომხეთის ტერიტორიიდან გაიტაცეს. ბაქოს ინფორმაციით კი სომხური დაჯგუფება აზერბაიჯანული ტერიტორიის დანაღმვის სამუშაოებს ახორციელებდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 სომეხი სამხედროები ტყვედ კი არ აიყვანეს, ისინი გაიტაცეს - ფაშინიანი

🔅 აზერბაიჯანელმა სამხედროებმა 6 სომეხი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს