მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხანძრის გამო გაგრის რაიონს დენის მიწოდება შეუწყდა

გაგრაში ხანძარმა დენის ანძები დააზიანა

ტყის ხანძრის გამო, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გაგრის ტყეში მძვინვარებს, რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ apsadgil.info იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ცეცხლმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ფსოუ-220“ დააზიანა. ამჟამად „ჩერნომორენერგოს“ სპეციალისტები ავარიის ლიკვიდაციას ცდილობენ.

8 იანვარს საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიმართა აფხაზურ მხარეს, რომ მზად არის ცეცხლის ჩაქრობაში დაეხმაროს. სოხუმმა ამ შეთავაზებას უარით უპასუხა. გაგრის რაიონის გარდა, ახალი წლის შემდეგ რამდენიმე დღე ტყე გალის რაიონშიც იწვოდა.

იხილეთ აგრეთვე

🔊 გაგრაში კვლავ ძლიერი ხანძარია (ფოტო - ვიდეო)

🔊 შამბა: ხანძრის ჩასაქრობად სოხუმს თბილისის დახმარება არ სჭირდება