მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონსტანტინე ფილია: გალის მოსახლეობას საქართველოში უპრობლემოდ გადასვლის საშუალება უნდა ჰქონდეს

კონსტანტინე ფილია

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე ფილიას აზრით, გალის მოსახლეობას ენგურზე უპრობლემოდ გადასვლის საშუალება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ ფილიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საუბარია მხოლოდ გალის რაიონის მოსახლეობაზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველა სახეზე იცნობს, ზოგიერთს საქართველოში ნათესავები ჰყავთ, ზოგიერთი იქ სხვადასხვა პროდუქციის შესაძენად მიდის. არც მათ, არც მათ ნათესავებს 1992-1993 წლებია ომში მონაწილეობა არ მიუღიათ. ეს ჩვენი ხალხია და მათ პრობლემები არ უნდა შევუქმნათ“ - განაცხადა ფილიამ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ ენგურზე მდინარით გადასვლას ნუ შეეცდება. ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ენგურზე ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს და იქ წყლის დონე მუდმივად იცვლება, შესაბამისად მდინარეში ჩასვლა დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული.