მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვე ლინკევიჩუსს - აფხაზეთში სიტუაციას დივანზე ჯდომით ნუ აფასებთ

სოხუმის რჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

„დივანზე ჯდომით აფხაზეთში არსებულ სიტუაციას ნუ აფასებთ. ჩამობრძანდით აქ და თვითონ ნახავთ, რამდენად სტაბილურია აქ მდგომარეობა რუსი სამშვიდობო ძალების წყალობით“. ამის შესახებ „ტვიტერში“ სოხუმის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს უპასუხა. 

კოვე ასევე წერს, რომ თუ ლინკევიჩუსს რეალურად სურს, რომ რეგიონში სტაბილურობას ხელი შეუწყოს, მან აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ასე უპასუხა კოვემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსის მიერ „ტვიტერში" გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც ის სხვადასხვა რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მოქმედებას აფასებს. კერძოდ, ლინკევიჩუსი აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთს, დნესტრისპირეთს და ყირიმს ახსენებს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, რუსეთის სამშვიდობო ძალების მოქმედება ამ რეგიონების წართმევას და არა მშვიდობას ემსახურება.

„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ უზრუნველყოფილი „სტაბილურობა“ - დაწერა ლინკევიჩუსმა.