კონფლიქტები

„ქვეყნის მთავარ გამოწვევად, კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება“ - ალექსი ბატიაშვილი

ქვეყნის მთავარ
გამოწვევად, კვლავ რუსული
ოკუპაცია რჩება
1619426504
დაკოპირებულია

„2020 წელს საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა “, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისსამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისასგანაცხადა.

ალექსი ბატიაშვილმა სამსახურის საქმიანობა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შეაჯამა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ოკუპირებული ტერიტორიები და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილა.

მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვი განაგრძობდა ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას და ხელს უწყობდა საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის გაუცხოებისკენ მიმართულ პროცესს. ადგილზე აქტიურად მიმდინარეობდა მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები.

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე კი, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა და მათი მდგომარეობა გაუარესდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„მაღალი ინტენსივობით გრძელდებოდა საოკუპაციო ძალების სამხედრო წვრთნები. არსებული მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა 120-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს.

ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალები და მძიმე სამხედრო ტექნიკა აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს, რაც რეგიონულ საფრთხესა და საერთაშორისო გამოწვევას წარმოადგენს“, - აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა.

ანგარიშის წარდგენისას სამსახურის უფროსის მოადგილემ 2020 წელს საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიმდინარე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციასა და სხვა უკანონო აქტივობებზე ისაუბრა.

„ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების - 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს ათეულობით მოქალაქე.

რიგ შემთხვევებში, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ამ მხრივ უნდა აღინიშნოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა“, - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

ამერიკელი გენერალი ბენ
ჰოჯესი

ბენ ჰოჯესი: რუსები გაჩერდებიან მაშინ, რო...

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას მხარს უჭერს, საუბრობს წვრთნების გააქტიურების აუცილებლობაზე, საქართველოს და უკრაინის მონაწილეობით.

„დღევანდელი შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი თემა, რიონის ხეობაში არსებული ვითარება იყო. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე სიტუაცია დასტაბილურდეს და არ მოხდეს ვითარების ესკალაცია. ამასთან, შეხვედრაზე განხილული იყო გუმათჰესთან აღმართული რკინის ბარიკადების აღების საკითხი.

1623524650

„ნამახვანი ჰესი“ არის მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. ჩვენ ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი, როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ“ - განაცხადა მედიასთან საუბრისას ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ.

1623523874

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს ხელშეწყობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

1623523599

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას ეხმაურება.

1623523583
ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე
Pia.ge

ზურაბ ქადაგიძე: ჩვენი ისტორიული როლია სტაბილუ...

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციით სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას ეხმიანება და საქართველოს მთავრობის იმ ნაბიჯებს აფასებს, რომელიც საქართველოს კავკასიაში ისტორიული როლის დაბრუნებაში ეხმარება.

„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შ...

„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში“ - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას.

დავით თვალაბეიშვილი: რიონის ხეობის დეესკ...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი აღნიშნავს, რომ რიონის ხეობის დეესკალაციის პროცესში პასუხისმგებლობა „რიონის მცველებმაც“ უნდა აიღონ. თვალაბეიშვილი თქმით, პროტესტის მონაწილეებმა „ენკას“ თანამშრომლებს ლეგიტიმურად მინიჭებული საქმიანობის წარმოების შესაძლებლობა უნდა მისცენ.

თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის...

„სამხრეთ კავკასიას როგორც არასდროს ისე ესაჭიროება მშვიდობა და განვითარება, ამ პროცესში კი საქართველოს როლი განუზომლად დიდია!“ - ამის შესახებ სამართალმცოდნე თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.