მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლავროვი: ყარაბაღში თურქი სამშვიდობოები არ იქნებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე თურქეთის სამშვიდობო მისიები არ გაიგზავნება. ინფორმაციას რუსული გამოცემა Ria Novosti ავრცელებს.

„თურქი სამშვიდობოები არ გაიგზავნება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, ამის შესახებ ლიდერების მიერ ხელმოწერილ განცხადებაში გარკვევით არის აღნიშნული“, - აცხადებს ლავროვი.

„რაც შეეხება თურქეთის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ ცენტრზე, რომელიც მუდმივად იქნება და განთავსდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლავროვმა.

ინფორმაციისთვის, თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემონარდუმს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განმახორციელებელი ერთობლივი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა და 44 დღე მიმდინარეობდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ფაშინიანი: მთიან ყარაბაღში 20 000 სომეხ ჯარისკაცს სიკვდილი ემუქრებოდა

🔴 ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია დასრულდა