მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლავროვმა და მედოევმა „კუნსულტაციების გეგმას“ ხელი მოაწერეს

ლავროვი და მედოევი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დიმიტრი მედოევმა მოსკოვში ხელი მოაწერეს 2021-2022 წლის „კონსულტაციების გეგმას“.  ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

ლავროვმა მოლაპარაკებას წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ „მოსკოვსა და ცხცინვალს შორის ურთიერთობები მოკავშირეობის და ინტეგრაციის პრინციპებზე დაყრდნობით მიმდინარეობს“.

მედოევმა, თავის მხრივ, "ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ“ მომავალში გადადგმული ნაბიჯების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან ასევე დაამატა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მუშაობას გააგრძელებს, რადგანაც იქ განხილული საკითხები „ძალზე აქტუალურია ცხინვალისთვის, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👿 მალხაზ ვანიშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან გამოიქცა და ოჯახში დაბრუნდა

👿 ოკუპანტებმა ცხინვალის რეგიონში წვრთნები გამართეს