კონფლიქტები

ლია გიგაური: ზაზა გახელაძეს საფრთხე არ ემუქრება

მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი
1595843565
დაკოპირებულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური აცხადებს, რომ ოკუპანტების მიერ დაჭრილი და შემდეგ უკანონოდ დაკავებულის ზაზა გახელაძის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

მისი ინფორმაციით, ზაზა გახელაძეს წითელი ჯვარი, სავარაუდოდ, დღეს მოინახულებს.

ლია გიგაურის თქმით, სახელმწიფო უწყებებს ინტენსიური კავშირი აქვთ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან და ყველა მექანიზმი მიმართულია, რომ უპირობოდ გათავისუფლდნენ გატაცებულები.

„ინტენსიური კავშირი გვაქვს ყველა ჩვენს პარტნიორთან, ვისაც შეუძლია გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ამ პროცესებზე. მოგეხსენებათ 30-ში ჩანიშნულია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა. მე მქონდა შეხვედრა პერსონალური წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან საქართველოში, რომელმაც მითხრა, რომ ის პრობლემები, რომლებიც შეექმნა წითელ ჯვარს მონახულებასთან დაკავშირებით, დაკავშირებული იყო საკარანტინო პერიოდთან. სწორედ ეს მიზეზი დაუსახელეს მათ, რომ ეს პერიოდი უკვე დასრულებულია და მათ აქვთ მოლოდინი, რომ სწორედ დღეს ექნებათ საშუალება, მოინახულონ ზაზა გახელაძე. რაც შეეხება მის მდგომარეობას, ამაზე ინტენსიურად გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე პირობები, რომელშიც იმყოფება, დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე მოგეხსენებათ, სულ იყო 6 ადამიანი ბოლო პერიოდში, 3 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან უკვე გათავისუფლებულია, დარჩენილია 3 სწორედ ცხინვალის რეგიონში. მათ შორის გახლავთ ზაზა გახელაძე. ყველა ის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მიმართულია იქეთ, რომ უპირობოდ გათავისუფლდეს და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არანაირი პროცესები არ წარიმართოს, არამედ უპირობოდ მოხდეს ზაზა გახელაძის და სხვების გათავისუფლება. ეს არის ერთადერთი პირობა. სხვა არანაირი არ არის“, - აღნიშნა ლია გიგაურმა.

ცნობისთვის, ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება სუს-მა 11 ივლისს გაავრცელა.

„როდესაც ობგუნუჯუსნაირ
შედეგს დებ, სირცხვილით
სახლში უნდა წახვიდე და
საერთოდ პოლიტიკაზე აღარ
ილაპარაკო“ - ხაინდრავა
ოპოზიციურ პარტიებს

„სააკაშვილი რუსულ თამაშს ვეღარ ითამაშებს...

„რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აწყობს და სჭირდება არეულობა უკრაინასა და საქართველოში ერთდროულად“ , - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის ეთერში“ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

1635082971

„სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635082784

„ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში; უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635082598
ელენე ხოშტარია

„ისტორიის ის ფურცელი, როდესაც არჩევნები არის...

„დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რისი შეცვლაც გვინდა ამ ქვეყანაში“, - ასე გამოეხმაურა რუსთავში მომხდარ ინციდენტს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

ირაკლი ღარიბაშვილი - 45 ხმა დააკლდა ჩვენ...

„45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვნდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან ცუდი სანახავ...

„ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი სანახავია, როცა ერთის მხრივ გამოდიან ყოფილი თანამშრომლები, თითქოს პოლიციის მუნდირს იცავენ და მეორეს მხრივ ძალიან მდარე ხარისხის პოლიტიკურ კამპანიაში იღებენ მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება  დამატე...

„თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.