მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მალხაზ ვანიშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან გამოიქცა და ოჯახში დაბრუნდა

მალხაზ ვანიშვილი

საქართველოს მოქალაქე მალხაზ ვანიშვილი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე ორსულ მეუღლესთან ერთად 2 თვის წინ გადავიდა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა. 

იგი ოკუპირებულ რეგიონში მყოფ პაპასთან საცხოვრებლად გადავიდა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მისი მეუღლე უკან დააბრუნეს, ხოლო მას საქართველოსა და ქართველების შეურაცხჰყოფას სთხოვდნენ.

მალხაზ ვანიშვილის თქმით, მასზე ზეწოლას როგორც რუსი, ისე ოსი სამხედროები ახორციელებდნენ.

საქართველოს მოქალაქემ ზეწოლას თავი გაქცევით დააღწია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. იგი ხურვალეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მეუღლის ოჯახში დაბრუნდა, სადაც იგი დროებით თვითიზოლაციაში იქნება.