მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვი მზად არის უზრუნველყოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პლატფორმა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების დარეგულირების მიზნით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს მოლაპარაკების პლათფორმას სთავაზობს.

სერგეი ლავროვმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზოჰრაბ მნაცაკანიანთან სატელეფონო საუბრისას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება განიხილა.

რუსულმა მხარემ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების გამო და მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი, კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის პირობების შესაქმნელად ძალისხმევას არ დაიშურებს.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო.