მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთიან ყარაბაღში 11 ათასი სომეხი ლტოლვილი დაბრუნდა

სომხები ყარაბაღში ბრუნდებიან

მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებში 11 ათასი სომეხი ლტოლვილი დაბრუნდა. მათ რეგიონი ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დატოვეს. როგორც Armenpress იუწყება, მოსახლეობის დაბრუნების პროცესი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების და რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალების შეყვანის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა სამშვიდობო ძალებმა მთიან ყარაბაღში 23 სადამკვირვებლო ცენტრი გახსნეს. სომხური მედიის ცნობით, რუსი სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას ინფრასტრუქტურის აღდგენაშიც ეხმარებიან.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში სამშვიდობო ძალები განთავსდებიან. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გრძელდებოდა.