მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთიან ყარაბაღში აფეთქებას ორი სომეხი სამხედრო ემსხვერპლა

ყარაბაღი

მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მომხდარ აფეთქებას ორი სომეხი სამხედრო ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება ჭურვების ტრანსპორტირების დროს მოხდა. ამჟამად ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ის აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ შეწყდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყარაბაღში უამრავი ნაღმი და ჭურვია დარჩენილი და რეგიონის სრულ განაღმვას შეიძლება 15 წელი დასჭირდეს.